რეგისტრაცია

"ამ სიცილში სერიოზული ხარვეზი გაიპარა, მხოლოდ წაშლით მოახერხა შეეწყვიტა წვდომა ჩვენ ტელეფონებთან...რეალური საფრთხეა", - მინდია გაბაძე

05 Mar 2024, 23:07

 

სოციალური ქსელის მომხამრებელი მინდია გაბაძე ფეისბუქისა და ინსტაგრამის გათიშვის შესახებ სტატუსს წერს:

"ამ სიცილში ძალიან სერიოზული ხარვეზი გაიპარა. რამდენად მასშტაბურია, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ორი-სამი შემთხვევა არ იქნება. ამიტომ ფრთხილად.

ფეისბუქის აღდგენის შემდეგ, აპლიკაციამ, ჩემი ექაუნთის გარდა, შესვლა შემომთავაზა ერთი მეგობრის ექაუნთში(რომელსაც ჩემი ტელეფონი არასდროს გამოუყენებია),

და ცუკერბერგი (AKA ზაკერბერგი) არ გაგიწყრეთ, 

უპაროლოდ, 

ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შევედი. 

და თურმე არამხოლოდ მე. 

იმავე ექაუნთში შევიდა კიდევ სხვა ადამიანიც.

არის ვარაუდი, რომ ეს ხარვეზი დაკავშირებულია საერთო გვერდის ადმინებთან. თუმცა არაა ჯერ დაზუსტებული რაც ვნახე. 

არც პაროლის შეცვლამ უშველა;

არც საერთო ფეიჯიდან ჩახსნამ.

მხოლოდ ექაუნთში დაფიქსირებული გაჯეტების წაშლით მოახერხა შეეწყვიტა წვდომა ჩვენ ტელეფონებთან. 

მოკლედ, ყურადღებით იყავით. Black Mirror არ გეგონოთ, ძალიან რეალური საფრთხეა."

აგრეთვე იხილეთ: