რეგისტრაცია

გასწავლით, როგორ მოიშოროთ კისტები და მიომები სახლის პირობებში

19 Mar 2024, 19:14

ეს სწორედ ის პრობლემაა, რომელსაც ქალბატონების უდიდესი ნაწილი აწყდება. კისტებისა და მიომების ფორმირებას წინ შეიძლება საერთოდაც არ უძღვოდეს რაიმე კონკრეტული, ნათელი მიზეზი. პაციენტებს შორის ყოველთვის ჭარბობენ ახალგაზრდა გოგონები და ის ქალბატონები, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში შედიან. მართალია, კისტები და მიომები არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მათ  დროულად მოშორებაზე, რათა მომავალში დისკომფორტმა და ტკივილებმა არ იჩინოს თავი.

აბსოლუტურად ყველა ქალბატონისთვის მიზანშეწონილია რეგულარულად გინეკოლოგთან გამოკვლევებზე სიარული, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ნებისმიერი პრობლემისა და დაავადების დროული დიაგნოსტიკა.

მიომა იგივე კეთილთვისებიანი წამონაზარდია, რომელიც ფორმირდება საშვილოსნოს კუნთოვან ფენაში. დროთა განმავლობაში ის იზრდება ზომებში და იწვევს ძლიერ ტკივილებს.

თუ თქვენც ქალბატონების იმ ნაწილს მიეკუთვნებით, რომელსაც მოცემული პრობლემა აწუხებს, გთავაზობთ ძალიან მარტივ და ეფექტურ გამოსავალს! ნატურალური სასმელი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, კისტებისა და მიომების სწრაფად გაუმკლავდება.

 ინგრედიენტები:
  • 250 გ ნატურალური თაფლი
  • 1 ლირი ჭარხლის წვენი

ყოველთვის გახსოვდეთ, თუ ჭარხლის წვენს სამკურნალო მიზნით იყენებთ, ის მიღებამდე აუცილებლად უნდა დააყოვნოთ მაცივარში რამდენიმე საათით, თავმოხდილ ჭურჭელში. თუ წვენი ზემოდან ქაფს გაიკეთებს, მოაშორეთ ის კოვზით.

ინსტრუქცია: 

ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. თაფლი ჭარხლის წვენში ბოლომდე უნდა გაიხსნას. მიღებული მასა გადაიტანეთ ახალ ჭურჭელში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით მზა სასმელი 100 მილილიტრის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 15 წუთის შემდეგ. როდესაც ნარევი ამოგეწურებათ, დაისვენეთ 2-3 დღე და კვლავ გაიმეორეთ კურსი.

გარდა მოცემული რეცეპტისა, არსებობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნატურალური საშუალება, რომელიც პრობლემას მარტივად გაუმკლავდება. ახლა სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ.

ქრისტესსისხლა საშვილოსნოს მიომის წინააღმდეგ

ვამზადებთ ქრისტესსისხლას ნაყენს: გამომშრალს ბალახს ვასხამთ 40%-იან არაყს პროპორციებით 1 : 10 და ვაყოვნებთ ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. ქილა, რომელშიც ეს საშუალება გექნებათ გაჩერებული, პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ.

2 კვირის შემდეგ მზა ნაყენი გადაწურეთ და დაიწყეთ მისი მიღება შემდეგნაირად:

1-ლი დღე – 100 მლ ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში ვამატებთ 1 წვეთ ნაყენს.

მე-2 დღე – იგივე რაოდენობით წყალში ვამადებთ 2 წვეთ ნაყენს.

ანალოგიური პრინციპით ვზრდით ნაყენს ულუფას ყოველდღიურად 1 წვეთით და ავდივართ 15 წვეთამდე.

მე-16 დღე – 100 მლ წყალში ვამატებთ 15 წვეთს.

მე-17 დღე – ნაყენს ვიღებთ 14 წვეთის ოდენობით.

მე-17 დღიდან ყოველდღიურად ნაყენის ულუფას თითო წვეთით ვამცირებთ და ასე ჩამოვდივართ 1 წვეთამდე.

მთლიანი კურსი გრძელდება 30 დღეს. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 60 დღიანი შესვენების გაკეთება.

ორივე მეთოდი მრავალჯერაა გამოცდილი და მათი ეფექტურობა ეჭვგარეშეა! თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.

აგრეთვე იხილეთ: