რეგისტრაცია

მძიმე ავარია: ტრაილერი პირდაპირ მტკვარში გადავარდა! - არის მსხვერპლი

21 Mar 2024, 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით მომდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით სოფელ კორტანეთთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა მტკვარში გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აგრეთვე იხილეთ: