რეგისტრაცია

“ჭრილობები დანით ზურგის და მუცლის არეში მიაყენა” – კაცმა ცოლი და არასრულწლოვანი ნათესავი დაჭრა

21 Mar 2024, 15:26

 

ალვანში მამაკაცმა ცოლი და სახლში სტუმრად მყოფი არასრულწლოვანი ნათესავი დაჭრა.

დამნაშავემ ქალს ჭრილობები დანით ზურგის და მუცლის არეში მიაყენა. რაც შეეხება მოზარდს, მას მსუბუქი ჭრილობა აღენიშნება.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

აგრეთვე იხილეთ: