რეგისტრაცია

დაღუპულები ძმები არიან! - სატვირთო და მსუბუქი მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, სად და როდის დატრიალდა ენითაღუწერელი ტრაგედია?

27 Mar 2024, 13:44

 

ლანჩხუთში, ჯაპანა-ვაზისუბნის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. უმძიმესი ავარია ავარია გუშინ მოხდა.

ირკვევა, რომ ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები ძმები არიან.

„ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები".

გარდაცვლილები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.

წყარო: გურია ნიუსი

აგრეთვე იხილეთ: