„ბილეთზე მკითხეს და რა ბილეთი, ხელოსანი ვარ მეთქი“ - ვინ არის ბიჭი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის მატჩზე კიბით შეიპარა
გადაცემა „შენი დილის“ ეთერში, ლევან ყიზილაშვილმა საკუთარი ისტორია მოგვიყვა, თუ როგორ შეიპარა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე.
გაიცანით ბიჭი კიბით - ლევან ყიზილაშვილი.
„ადრე ვიდეო იყო, ადამიანი ოსკარების დაჯილდოებაზე კიბით შევიდა, ასეთი თეორია არსებობდა, რომ კიბით ყველგან შეგიძლია შეხვიდე.
რომ მივედი მეკითხებოდა დაცვა, ბილეთი თუ გაქვსო, ვუპასუხე - რა ბილეთი, უნდა მოვასწრო ტაბლოს გამოცვლა, მალე ხალხი აირევა მეთქი.
ტაბლოზე ერთი წერტილია გამორთული, თუ ეს არ ჩავსვი, ჩვენი ქულა არ დაეწერება...
შევედი უპრობლემოდ, სამი საათი ველოდე, მაგრამ ღირდა“,- ამბობს ლევან ყიზილაშვილი.
