რეგისტრაცია

“გამორჩეული სახელითა და გარეგნობით” – ვინ არის ნიცა თავაძის და, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა

01 Apr 2024, 23:18

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთთან გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ისტორიაში პირველად შეძლო, ინტერესი სპორტსმენებისა და მათი ოჯახების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. 26 მარტის საღამო ქართველი ერისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა, სიხარულმა გააერთიანა ყველა, დიდი თუ პატარა, ამ ემოციებმა უცხოური მედიაც მოიცვა და “ისტორიის მწერლების” უფრო ახლოს გაცნობის სურვილიც გაორმაგდა. 

დღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახის შესახებ მოგიყვებით. 

როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ოჯახი ჰყავს – დედა მაკა ლუკავაა. ბევრმა არ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელიაც ფეხბურთელი იყო. ხვიჩას მამა აზერბაიჯანში დაიბადა და ამ ქვეყნის ნაკრებში 3 შეხვედრაც ჩაატარა. ხვიჩას ორი ძმა ჰყავს, უმცროსი, თორნიკე ასევე ფეხბურთითაა დაინტერესებული და, როგორც მედია წერს, არანაკლებ ნიჭიერია. 

ორსული ნიცა თავაძის ფოტოები ხვიჩა კვარაცხელიასა და ოჯახთან ერთად: “მადლობა ამ ემოციებისთვის” 

რაც შეეხება ხვიჩას მეუღლეს, ნიცა თავაძეს, მას მედიასთან გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი დედა მარიამ კაციტაძეა, რომელიც, ასევე იშვიათად ჩნდება კამერების წინ. ნიცას ჰყავს უმშვენიერესი და, ნილა, რომელმაც პირველი გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული გარეგნობით. ნილა მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის დის გვერდითაა და გამონაკლისი არც 26 მარტის მატჩი ყოფილა – თამაშს ნიცას და ხვიჩას ოჯახი სრული შემადგენლობით ესწრებოდა. 

ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი 

ნიცა თავაძე დასთან, ნილასთან ერთად 

ნილა თავაძე და თორნიკე კვარაცხელია 

ნილა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:  „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.

აგრეთვე იხილეთ: