რეგისტრაცია

თაფლისა და ნიგვზის სამარხვო ნამცხვარი

02 Apr 2024, 15:33

 

200 გ შაქარი, 250 მლ წყალი (ან წვენი), 2 ს/კ თაფლი და 0,5 ჭიქა ზეთი აურიეთ ერთმანეთში. დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ 60 გრადუსამდე.

ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ გაცრილი ფქვილი, 2 ს/კ კაკაო, 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი და 1 ჩ/კ დარიჩინი.

ხელის ზამბარით ან მიქსერით შეაერთეთ ორი მასა: მშრალი და სველი. დაუმატეთ ჩირების ნარევი და დაჭრილი ნიგოზი.

მიღებული მასა გადაიტანეთ სილიკონის ფორმაში და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარ კექსს ზემოდან შეგიძლიათ გადაუსვათ სასურველი ჯემი.

გემრიელად მიირთვით!

აგრეთვე იხილეთ: