გაქვთ შანსი ჯეკპოტი მოხსნათ... საუკეთესო დროა სასიყვარულო კონტაქტისთვის - ცაგარელი წლის იღბლიან ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს

ცაგარელი ასახელებს, თუ როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ვის ელის წარმატება და სანუკვარი ოცნებების ასრულება.
ვერძი – თქვენ წლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ. მოემზადეთ აქტიურობისთვის, ძალისხმევის შემთხვევაში გელოდებათ წარმატება. აქტიური ძალისხმევის შემთხვევაში ეს წელი ძალიან დიდ შანსებს გაძლევთ. საუკეთესო იქნებით ყველაფერში, ლიდერი და წარმატებული. განსაკუთრებით დიდი წარმატება გელოდებათ წლის პირველ ნახევარში, თუმცა გაითვალისწინეთ რომ მარტის პირველი დეკადა განსაკუთრებით სიფრთხილით გაიაროთ. თუმცა მთლიანობაში წელიწადი უდავოდ წარმატების მომტანია. გექნებათ შესაძლებლობა მკვეთრად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ეს არის თქვენი დიდი წარმატების, რეპუტაციისა და იღბლის წელი. ოღონდ პირადი და სასიყვარულო ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ. რადგან მოსალოდნელია კონფლიქტები და კარგი შანსების ხელიდან გაშვება.
კურო – თქვენ ამ წლის მეორე ფავორიტი ხართ. გამარჯვების პლანეტა თქვენს ნიშანში მაისიდან გადმოინაცვლებს, თუმცა მანამდე გასავლელი გაქვთ აპრილი, რაც თქვენგან სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ აპრილის პირველ დეკადაში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ ჩაერთოთ კონფლიქტებში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა მხრივ წელიწადი წარმატების მომტანია. ეს წელი ხელს შეგიწყობთ ახალი მეგობრული და პარტნიორული კავშირების დამყარებაში. წლის მეორე ნახევრიდან, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით ბრწყინვალე. არნახული შანსები გაქვთ ფინანსური წარმატების მოსაზიდად. ძალიან დიდ ცვლილებებს მოგიტანეთ ეს წელი. მოსალოდნელია, ახალი სამსახური, ახალი სახლი, ახალი ბიზნესი და ა.შ. თუმცა მაქსიმალური თავდაჭერა, ტაქტი და დიპლომატია მოგეთხოვებათ ნათესავებთან ურთიერთობაში და არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები ამ წელს, აგრეთვე კატეგორიულად დაუშვებელია საიდუმლოს გათქმა.