რეგისტრაცია

"ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა" - რატომ მოკლა ცოლმა ქმარი სამტრედიაში

04 Apr 2024, 19:13

 

სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა - ცოლმა ქმარი მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული მ.გ-ს 1995 წელს დაბადებულმა ნ.ხ-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ქალმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ერთდროულად გამოიძახა და დანაშაული აღიარა. ამჟამად ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, მამაკაცი კი ნათესავებმა ქალაქ ფოთში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 11-ე პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოჯახის ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. ჩვენ ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.მისი თქმით, კონფლიქტის შესახებ საქმის კურსში იყო სამტრედიის სოციალური სამსახური, სადაც ოჯახიდან წაყვანილი ბავშვები ამ დრომდე იმყოფებიან.

ნ. გ.: - ამ ოჯახის მთელმა ისტორიამ ჩემს თვალწინ გაიარა. ქალი ჩემი ახლობელია, ვცადე უბედურება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისღა დამრჩენია, სიმართლე გავახმაურო, რათა სინდისის წინაშეც მართალი ვიყო და იქნებ დამნაშავესაც შევუმსუბუქო სასჯელი.

-კერძოდ?

- ქალმა დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ 13 წლის ქალიშვილი დაიცვა ქმრისაგან, რომელთანაც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. გოგონა კი პირველი ქმრისაგან ჰყავდა. ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა. არ მჯერა რომ სასამართლო ამას არ გაითვალისწინებს და დამნაშავეს სასჯელს არ შეუმსუბუქებს..

-მეუღლეები ახალი დაქორინებულები იყვნენ?


- 8 წლის წინ დაქორწინდნენ. პირველი ქორწინებიდან დაბადებული გოგონა 5 წლის ჰყავდა, როდესაც ჩემი ნათესავი მეორედ გათხოვდა. პირველ ქმართან ის გაშორებული იყო. პირველად დაახლოებით 15 წლის ასაკში გათხოვდა. ეგონა, ამჯერად მაინც გაუმართლებდა, ააწყობდა ცხოვრებას, მით უფრო, რომ მეორე ქმართან ბიჭიც შეეძინა, რომელიც ამჟამად 7 წლის არის. მუხლჩაუხრელადაც მუშაობდა, სამტრედიაში მთელ ბაზარს ალაგებდა, მაგრამ მისი ლოთი ქმარი ვერაფერმა გამოასწორა. მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც, პედოფილიის მცდელობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო.

აგრეთვე იხილეთ: