რეგისტრაცია

5 ადამიანი... - საზარელი ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა

07 Apr 2024, 15:28

​თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აგრეთვე იხილეთ: