როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთ ღვთისმშობლის ხატს, როცა მირონდენა უძლიერდება, მასზე გამოსახული ღვთისმშობელი იღიმის.
მირონდენა ხატებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. ოჯახის დიასახლისს მარინა ჰქვია და მას 4 შვილი ჰყავს. ოჯახს ეკონომიურად უჭირს. მისი ერთ-ერთი შვილი მორჩილია და ბერობისთვის ემზადება. სასულიერო პირები ამ მოვლენას ღვთის სასწაულად მიიჩნევენ და საზოგადოებას რწმენაში გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
წყარო: genews.ge