რეგისტრაცია

(ვიდეო) ვინ არის და-ძმა, რომლებიც კახეთში უმძიმეს ავარიას ემსხვერპლნენ - "სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაც ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედას დახვდება"

18 Apr 2024, 13:54

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა. გარდაცვლილები თამუნა და ვალერი ფრინონაშვილები არიან. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

38 წლის კაცი მეუღლესთან და დასთან ერთად, ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.

და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახლობლების ინფორმაციით, დედა ემიგრაციიდან მოდის.

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაც ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედას დახვდება" - გვეუბება ოჯახის ახლობელი.

აგრეთვე იხილეთ: