რეგისტრაცია

''გიორგი ბრწყინვალეს უკვე თითქმის ფეხი აქვს შემოდგმული საქართველოში და...'' - ლელა კაკულიას ახალმა ხილვამ ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვია

18 Apr 2024, 18:50

 

“გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა“,- ამის შესახებ ლელა კაკულიამ გაზეთ ,,პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურად განაცხადა. ლელა კაკულიას თქმით, მისი წინასწარმეტყველება, რომელსაც აჟღერებს ყოველთვის სრულდება და ასეთივე წინასწარმეტყველება იყო ქართულ პოლიტიკაში გიორგი ბრწყინვალის გამოჩენა.

,,მე ეს ძალიან დიდი ხნის წინათ ვიწინასწარმეტყველე და ჩემი ყველა წინასწარმეტყველება 100 კი არა, მილიარდი პროცენტით სრულდება ხოლმე. გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა, ის ახალგაზრდაა, უკვე მოსულია პოლიტიკაში, თუმცა ჯერჯერობით ასე აქტუალურად არ ჩანს და შეიძლება ვერც მიხვდეთ, ვინაა. ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ის ძალიან ძლიერი, მებრძოლი და სულგრძელი პიროვნებაა. ისეთია, საქართველოს რომ სჭირდება”.

ჟურნალისტის შეკითხვას, რადგან ახლა პოლიტიკაშია, ესე იგი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია? ლელა კაკულია პასუხობს:

„დიახ, ასეა. მაგრამ ის ცალკე პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ გუნდს ჩამოაყალიბებს და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. ის საქართველოს გააბრწყინებს. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელ ფერებში ვხედავ, ის გაძლიერდება, გამდიდრდება და დაკარგულ ტერიტორიებსაც შემოიერთებს“.

წყარო: „პრაიმ-ტაიმი

აგრეთვე იხილეთ: