რეგისტრაცია

სააღდგომო ჯეჯილის ახალი, ყველაზე ორიგინალური გაფორმება

23 Apr 2024, 16:45

 

ახლოვდება ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოში ტრადიციულად აღდგომას სამი ძირითადი სიმბოლოთი ვეგებებით: წითელი კვერცხით, კულიჩითა (ე.წ. "პასკა") და ჯეჯილით. ჯეჯილს, როგორც წესი, ორი კვირით ადრე თესენ. მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.



წარმოგიდგენთ სააღდგომოდ ჯეჯილის გაფორმების ძალიან საინტერესო ხერხს - აღდგომის სნემის გამოსახვას, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. ამგვარი სამუშაოს შესრულება კარგი იქნება ბავშვებთან ერთადაც - ეს მათთვის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი სამუშაო იქნება.



ამისათვის დაგჭირდებათ:



პლატიკატის ან, უმჯობესია, თიხის დიდი თასი



პლასტიკატის ან თიხის პატარა ფიალა ან ქოთანი


მიწა


ხორბალი


პატარა კენჭები


დიდი ქვა


ხისგან ან ქვისგან გამოჭრილი ჯვარი (სურვილისამებრ)


ხის ტოტები (ჯვრების გასაკეთებლად)


წებო


სარწყავი



დააწებეთ დიდი თაისის ერთ მხარეზე გადაბრუნებული პატარა ქოთანი ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები, და დააყარეთ ქოთნის უკანა მხარეს მიწა.



image



გააკეთეთ მიწით ბორცვი, დააყარეთ ხორბლის მარცვლები, ქოთნის წინ კი კენჭები მოყარეთ.



image



მოათავსეთ დიდი ქვა ქოთნის წინ (გადაწეული საფლავის ქვის იმიტაციის სესაქმნელად). თუ გაქვთ, შეგიძლიათ ქვის ან ხის ჯვრებიც მოათავსოთ "სამარხის" ორივე მხარეს.



image



ხის წვრილი ტოტებისგან გააკეთეთ სამი ჯვარი და მოათავსეთ გორაკზე.



image



ყოველდრიურად მორწყეთ, დაახლოებით 10 დღეში ჯეჯილი გაიზრდება და ასეთ შედეგს მიიღებთ:



image



image


აგრეთვე იხილეთ: