რეგისტრაცია

ბოლო 24 საათის განმავლობაში 218 მიწისძვრა დაფიქსირდა.

24 Apr 2024, 00:11

 

ტაივანში კვლავ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. კუნძულის ცენტრალური მეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულზე 218 მიწისძვრა დაფიქსირდა.

დედამიწის ქერქის პირველი ვიბრაციები ადგილობრივი დროით 17:08 საათზე დაიწყო. მათი სიმძლავრე რიხტერის შკალით 5,5 მაგნიტუდა იყო. მას შემდეგ ტაივანი საათში რამდენიმე მიწისძვრით იძაბება. ყველაზე ძლიერი ბიძგები 6,3 მაგნიტუდას აღწევს.
სტიქიას ინფრასტრუქტურის სერიოზული განადგურება ჯერ არ გამოუწვევია. კუნძულზე ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

აგრეთვე იხილეთ: