რეგისტრაცია

„ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ, მე დავტოვე ქვეყანა“ – კესარია აბრამიძის სკანდალური აღიარება

30 Apr 2024, 23:04

 

ფოტომოდელი კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 2-წლიანი ტოქსიკურ ურთიერთობა დაამთავრა, სადაც  მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ უწევდა ყოფნა.

როგორც იგი წერს ქვეყანა დატოვა, თუმცა აპირებს დაბრუნებას ამ თემაზე საჯაროდ საუბარს და  სათანადო ზომების მიღებას.

„მოგესალმებით მეგობრებო.

თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო, გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას.

აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა როცა ბოლოს სახლში მომვარდა Mari Xelashvili თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი.

სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან !! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში“, – წერს კესარია აბრამიძე. 

აგრეთვე იხილეთ: