შეუნარჩუნდა თუ არა თვალი ბიჭს, რომელსაც გუშინ აქციაზე რეზინის ტყვია მოხვდა? – ახალო ცნობები
თვალში დაჭრილ 24 წლის მომიტინგეს თვალი შეუნარჩუნდა. ნიკა დემურიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა საყურადღებოდ ფასდება. ახალგაზრდა მომიტინგეს სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები ესროლეს. 24 წლის მომიტინგე იმ დროს დაშავდა, როცა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა.
“პირველები” ესაუბრა დემურიშვილის ოჯახის წევრებსაც. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის დედ-მამა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ახალაგზრდების დაშინება უნდა. “არ გამოგივათ, ყველაფრისთვის მოგეკითხებათ,” – შეუთთვალა კობახიძის გუნდს დაშავებული მომიტინგის მამამ.
