რეგისტრაცია

მაღაზიაში წასული დედა და 6 თვის ბავშვი სამუდამოდ გაუჩინარდნენ… 34 წლის შემდეგ ისეთი რამ მოხდა, მთელი მსოფლიო შოკში ჩავარდა.

28 Feb 2023, 20:08

ქალისა და მისი ექვსი თვის შვილის გაუჩინარების წარმოუდგენელი ამბავი 1977 წელს დაიწყო. გამოძიების დროს არაერთი უცნაური შემთხვევა და ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ვერაფერი რომ ვერ გაარკვიეს, საქმე დახურეს. წლების შემდეგ კი ამ ამბის ერთ-ერთი გმირი თავად გამოჩნდა – დღეს დედა-შვილის იდუმალებით მოცულ გაუჩინარებაზე მოგიყვებით:

1977 წელს 26 წლის მარკ ბარნსი და 31 წლის შარლოტა მორიარტი მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი, მარქსი შეეძინათ. ისინი ჰავაის შტატში ცხოვრობდნენ და ბედნიერი მომავლისთვის ემზადებოდნენ. მარკი ვეტერინარად მუშაობდა, შარლოტა კი ნიჭიერი მხატვარი იყო. იმის მიუხედავად, რომ წყვილი ოფიციალურად არ გახლდათ დაქორწინებული, ეს გარემოება არაფერს ცვლიდა – მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.

მარქსი ახალგაზრდა ქალისთვის პირველი ბავშვი არ ყოფილა. ადრე შარლოტა დაქორწინებული იყო. წინა ქორწინებიდან მას გოგონა, ჯენიფერი შეეძინა, რომელიც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მამასთან დარჩა. ქალი ცდილობდა, შვილთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა და თავისთანაც ხშირად მიჰყავდა, ვიდრე ერთი დიდი უცნაურობა არ მოხდა…

აგრეთვე იხილეთ: