რეგისტრაცია

პოლიციამ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დაკეტა – რა ხდება ადგილზე?

14 May 2024, 18:52

 

პოლიციამ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანი“ დაკეტა და მოქალაქეებს არ უშვებენ.

კერძოდ, თავისუფლების მოედანზე პოლიციის კორდონია, რომელიც მოქალაქეებს რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, ამასთან, ჩაკეტილია მეტრომდე მისასვლელი მონაკვეთიც.

როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მოქალაქეს უთხრა, “მეტრო დროებით დაკეტილია”.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სადგური შეუფერხებლად მოძრაობს.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ.

აგრეთვე იხილეთ: