რეგისტრაცია

ირმა სოხაძე გადაცემის დახურვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

16 May 2024, 17:40

 

ირმა სოხაძის თქმით, “საერთო გადაწყვეტილებით” პროპაგანდისტულ არხ POSTV-ზე მისი გადაცემა დროებით შეჩერდა, რადგან მომღერალი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების გამო ახლა ამის დრო არ არის.

“გადაცემა გაჩერდა, იმიტომ რომ მეც მიმაჩნია… პირველ რიგში მე ვთქვი, რომ არ არის ახლა ამის დრო და ყველა დამეთანხმა. ისეთი გადაცემაა, ძალიან მხიარული, სულ სხვაგან არის… რასაკვირველია [უკავშირდება] მიმდინარე მოვლენებს და ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, ეს გადაცემა არის სრულიად ამოვარდნილი და საერთო გადაწყვეტილებით დროებით გაჩერდა, შეიძლება დავხუროთ, შეიძლება გავაგრძელოთ, არ ვიცი შემოდგომაზე რა იქნება”. – უთხრა ირმა სოხაძემ “ტაბულას”

აგრეთვე იხილეთ: