რეგისტრაცია

“ჩემი შვილი ძალით მომიკლეს” – ქუთაისში ოჯახი სამშობიაროს ადანაშაულებს

17 May 2024, 17:03

 

ხმაური და დაპირისპირებაა ამ დროისთვის ქუთაისის სამშობიარო სახლში. 26 წლის სოფო ხინგავას ოჯახის წევრები ხონელიძის კლინიკის ექიმებს უყურადღებობასა და პაციენტის უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ.

ახალმშობიარე ქალის ოჯახი ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას ითხოვს – ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალმა საკეისრო კვეთა 7 მაისს გაიკეთა, რის შემდეგაც კიდევ 4 ოპერაცია დასჭირდა. ახლა კი მისი მდგომარეობა უმძიმესია.

“ჩემი შვილი ძალით მომიკლეს. ჩემს შვილს არაფერი არ სჭირდა სასიკვდილო. გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო… მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. საკეისრო ხო გავუკეთე, ჩამოვიდა დავით ხინგავა, მეო მახარობელი ვარო, ჯერ ზევიდან მიკაკუნებს, ხო გინდოდა ჯანმრთელი შვილი და შვილიშვილიო, ხოდა ფული მომთხოვა 400 ლარი. 400 ლარი ამოვიღე, მივეცი. ჩუმჩუმად იღებენ ფულებს, ყოველ მეორე კონსულტაციაზე დავით ხინგავა, ჩემი მეორე გოგოც აქ მორჩა, მთხოვდა, თუ გინდა, რომ მივხედო შენს შვილსო, 100-100 ლარს მთხოვდა ყოველ მეორე კონსულტაციაზე. ვაძლევდი. ჩემი შვილი მიატოვეს უყურადღებოდ, საკეისროს მერე, დათო წავიდა მეორე საკეისროზე, ჩემს შვილს ვურეკავ, აიღო ტელეფონი და დედა, მაღებინებს, ცუდად ვარო. დავალაპარაკე ვინმე-მეთქი, არავინ არაა დედა აქ, ვინ დაგალაპარაკოო. თურმე შიგნით სისხლდენა მიმდინარეობდა, ექიმები და ექთნები ქვევით ქეიფობდნენ იმ დღეს…” – ამბობს ახალგაზრდა გოგოს დედა.

აგრეთვე იხილეთ: