რეგისტრაცია

“თურმე რატომ მოუკლავს, საწყალი” – ცნობილი ხდება ზუგდიდში ქმრის მიერ ცოლის სასტიკი მკვლელობის მიზეზი

24 May 2024, 15:34

 

ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 61 წლის ცოლს, მარინა კუდავას, ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

61 წლის ქალის მკვლელობას ახლობლები ეხმაურებიან:

“თურმე რატომ მოუკლავს, საწყალი”

“საოცარი ადამიანი იყო, გული მეტკინა”

“არაჩვეულებრივი ადამიანი იყო…” – წერენ სოციალურ ქსელში.

 

ცნობილია ზუგდიდში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა

აგრეთვე იხილეთ: