რეგისტრაცია

“თვალები გაახილა და დედა მოითხოვა… დედა მინდაო… დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს, როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს, რომ დედა ვერ ჩაეხუტება…”

15 Mar 2023, 13:16

“თვალები გაახილა და დედა მოითხოვა… დედა მინდაო… დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს, როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს, რომ დედა ვერ ჩაეხუტება…”

ვლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ახალ ინფორმაციას გვაწვდის. მისი თქმით, 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა და დედა მინდაო. “თვალები გაახილა თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა მთელი ღამე არ მეძინა ველოდებოდი პასუხებს 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა ხალხოო რამდენიმე წუთის წინ და დედა მოითხოვა….. დედა მინდაო დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს…. როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს რომ დედა ვერ ჩაეხუტება რომ დედა ვერ მოვა მასთან😭💔😭💔😭💔(ბევრი მეკითხებით დაკრძალვა როდისააო დავიდისო ბავშვს სავარაუდოდ უკრაინაში დაკრძალავენ დღეს გადაწყდება ზუსტად და გეტყვით))) ალბათ დავიდი ზეციდან ლოცულობდა ანგელოზებთან ერთად მის ძამიკოზე და არ მისცა უფლება მასთან გაფრენილიყო სათამაშოდ…. და ამ შემზარავი ამბის მერე კარგი და სასიხარულო ამბავიც🤩🎇 სასწაულები ხდება შოკში ვარ იმდენად მიხარია, ლამის ფრენა დავიწყო… 🤩 სიხარულის კუნწულა ცრემლები მცვივა. 👍 🤩😍 თურქი ექიმები იმედს იძლევიან.. გილოცავთ ყველას კიდევ და კიდევ, მიყვარხართ ძლიერ ვინც ასე მიიტანეთ გულთან ეს ამბავი❤💙 ჯანმრთელად მყავდით, ყველა და სულ საუკეთესო ამბები და უსაზღვრო ბედნიერება, გდევდეთ ცხოვრების მეგზურად, უფლის მადლით. 🙏💒✝ 🎆 დანიელი უფლის რჩეულია ❤ 🌎 ოჯახის სახელით გიხდით მადლობას…!!! მშობლები მთელი ცხოვრება სიკეთეს სთესავდნენ, სულ იმას ცდილობდნენ ყველას დახმარებოდნენ, ძალებს არ იშურებდნენ… ნამდვილად მეორე შვილის გადარჩენა უფლის საჩუქარია❣ სიკეთე კი არ იკარგება მეგობრებო, უფალმა დააჯილდოვა უდიდესი სასწაულით და შვილი, დაუბრუნა….რომლის გადარჩენას არავინ არ ფიქრობდა… ღმერთმა უცოცხლოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ პატარა დანის🙏💒✝❤ 🙏 მინდა მადლიერება გამოვხატო: ქართველი ემიგრანტების მიმართ გუშინ არ წყდებოდა ზარები წერილები ვოის შეტყობინებები ღმერთმა მეტი სიკეთე შეგვაძლებინოს ძალიან მმმაგარო ადამიანებოოო. 👍 ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა❗🙏✝💒 სასწაულები უფლის საჩუქარია და ისე გვეცხოვროს, რომ დაგვემსახურებინოს, ამინ❗❣ ❤💙 პატივისცემით: შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი 🌎”

აგრეთვე იხილეთ: