“უმძიმესი კადრები ადგილიდან… ბავშვი ოჯახში გადაასვენეს” – სავარაუდოდ თოკით გაგუდეს, შემდეგ კი ცხედარი აქ მოიტანეს

დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში მიასვენეს.
“საღსალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და
დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ”, – ამის შესახებ დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
- როგორც ის აღნიშნავს, ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა და ცხედარი სახლში უნდა გადაასვენონ.
“ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ,” – აღნიშნავს ბაბუა.
მისივე თქმით, ამ დრომდე არ უპოვიათ გოგონას ტელეფონი.
“ტელეფონი სად გაქრა? არ გვიპოვია. ტელეფონი რომ გვეპოვა, ხომ ჩვენამდე მოვიდოდა. არც კრიმინალისტებს აქვთ, არც ჩვენ გვაქვს. გამორთულია,” – აღნიშნავს ის.

