რეგისტრაცია

ცნობილი ქართველი სპორტსმენი და მსოფლიო ჩემპიონი უმძიმეს ავარიაში მოყვა და… – ამ წუთებში უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა (ფოტო)

19 Mar 2023, 14:27


“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, კოსტავას გამზირზე მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა.

„შემოვიდა პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში. ის გახლდთ კონტაქტური, ადეკვატური. ჩაუტარდა კვლევები და დაფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მომზადების შემდგომ, ჩაუტარდა ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, თუმცა სტაბილური”, – რუსთავის განაცხადა კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა.

აგრეთვე იხილეთ: