რეგისტრაცია

“სტუმარმა დიდი თანხა წააგო და ხანძარი განზრახ გააჩინა“ – რა ვერსია ვრცელდება “ამბასადორში“ გაჩენილ ხანძარზე?

31 Mar 2023, 21:02

სასტუმრო “ამბასადორში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გავრცელდა ვერსია, რომ სასტუმროს კაზინოში მისულმა სტუმარმა დიდი თანხა წააგო და ამის შემდეგ ხანძარი განზრახ გააჩინა.

ამ წუთებში მიმდინარეობს სასტუმროს სტუმრების და თანამშრომლების დაკითხვა.

სრულად დამწვარია ცნობილი სასტუმროს ბოლო სართული, სადაც რესტორანია. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლი და შავი კვამლი თბილისის სხვა რაიონებიდანაც კარგად ჩანდა.

ამბასადორი ამ დროისთვის უკვე დაცლილია. ხალხის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა მანამდე გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც სასტუმროს მეორე სართულზე, აივანზე იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება 187 მუხლით დაიწყო.

წყარო: tia.ge


აგრეთვე იხილეთ: