რეგისტრაცია

“გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი ადამიანი…” – კახა კალაძე უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

06 Apr 2023, 10:29

“გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი ადამიანი…” – კახა კალაძე უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ცნობილი სპორტული კომენტატორი, საპატიო თბილისელი ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს და თბილისს.

ბატონი ჯამლეტის ცხოვრება და საქმიანობა მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი საქმე და ქვეყანა. უდიდესია ჯამლეტ ხუხაშვილის წვლილი, არა მხოლოდ ქართული სპორტის განვითარებაში, არამედ ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებასა და ორი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებაში.
ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის წევრების, სპორტული საზოგადოების, ქართველ ებრაელთა სათვისტომოს, მთელი ქვეყნის გულისტკივილს.“ – წერს კალა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.

ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.

აგრეთვე იხილეთ: