რეგისტრაცია

”ბიჭი რაიონიდან ჩამოვიდა და თბილისში ცხოვრება უნდოდა, იფიქრა მუშაობას დავიწყებო და ბანკში გასაუბრებაზე მივიდა… – რა იცოდა საწყალმა რა ელოდებოდა!”

06 Apr 2023, 11:16

მოკლედ, გელა ჩამოვა რაიონიდან თბილისში და სურს დაიწყოს მუშაობა ბანკში. ბანკირი მიიღებს და ეკითხება, რა იციო? გელამ რავი ბანკთან დაკავშირებთ არაფერი არ ვიცი ,მარა მაგარი ნაცნობობა მყავსო. ბანკირმა აბა ვის იცნობო. გელამ რავი შენ დამისახელე პიროვენბა რომელსაც მე არ ვიცნობო..

აბა ტრამპს თუ იცნობო ეკითხება ბანკირი. როგორ არაო, ჩასხდებიან ეს ბანკირი და გელა თვითმფრინავში და გაფრინდებიან ვაშინგტონში, ეს გელა შეიყვანს ამ ბანკირს თეთრ სახლში, გადაეხვევა ტრამპს, რავა ხარ დონალდ და რამე რუმე, ეღადავება, ბურას მოსცხებენ, მოკლედ მაგარი ბრატები აღმოჩნდებიან.

ეს ბანკირი გამოშტერდება, შენ თუ ელიზაბედ 2-ს იცნობ მაშინ ჩემს მოადგილედ დაგნიშნავო ეტყვის გელას.

ამან ბაზარი არააო, გადაფრინდებიან ლონდონში, შევლენ დედოფლის სასახლეში, ეს გელა ვაააა ლიზი რავა ხარ, მოიკითხავს დედოფალს, გაეღადავება, რამე-რუმე, ტრაკზე უჩქმეტს, მოკლედ მაგარი გამოშტერდა.

ბანკირი და ეუბნება, შენ თუ რომის პაპს იცნობ, მაშინ ჩემს ადგილას დაგსვავო, ბაზარი არააო გელამ, ჩაფრინდებიან რომში..

გელა ეტყვის რომ მე ავალ პაპთან, შენ არ შემოგიშვებენო და იქიდან ერთად გადმოვიხედებით და დაგიქნევთ ხელსო.

მოკლედ შევა გელა და მართლაც გამოიხედავს პაპთან ხელგადახხვეული, ბრატივით უდგას გვერდში და დაუქნევებ ამ ბანკირს ხელს.

ჩამოვა გელა დაბლა და რას ხედავს, ბანკირს გული აქვს წასული. გამოაფხიზლებს და რა გჭირსო ეკითხება. რა მჭირს და შენ და პაპი ზემოდან ხელს რო მიქნევდით, ვიღაც გამვლელმა გამოიარა და მკითხა ის ყ.ლე ვინაა გელას გვერდით რო დგასო?

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ყურადღება: ფოტო პირობითია

აგრეთვე იხილეთ: