რეგისტრაცია

“წამებით მოკლეს, ჯერ ლენტით დაუბიათ საცოდავი და შემდეგ…” – უმძიმესი ტრაგედია ახლახანს დატრიალდა

02 Feb 2023, 01:21

სასტიკი მკვლელობა კუნძულ კრეტაზე, რომელშიც ქართველი მამა-შვილი ფიგურირებს. საბერძნეთის პოლიცია 48 წლის მამას 18 წლის შვილთან ერთად ეძებს. მამამ მოზარდ შვილთან ერთად გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის ადგილობრივი საკუთარ სახლშივე წებოვანი ლენტით დააბა, სასტიკად აწამა, შემდეგ კი გაგუდა.

ძაღლი კუნძულ კრეტაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მეზობლებმა შენიშნეს. ადგილობრივები ცხოველის უცნაურმა ქცევამ დააეჭვა. პატრონიც არსად ჩანდა. ამ ხნის განმავლობაში კი სახლის კარი ღია იყო. ბინაში შესულ მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ, სახლში 53 წლის მამაკაცი მოკლული ნახეს.

აგრეთვე იხილეთ: