რეგისტრაცია

2024 წლის ფინანსური ჰოროსკოპი: რა გელოდებათ დრაკონის წელში?

18 Nov 2023, 22:16

ტყუპები

მაგრამ ტყუპებს სიფრთხილე მართებთ ფულთან მიმართებით. აუცილებელია, რომ თავი შეიკავონ ფულის სესხებისგან და სარისკო ფინანსური ოპერაციებისგან. დასვენებისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი გაზაფხულია.

კირჩხიბი

მათ მოუწევთ ემოციების გაკონტროლება. აუცილებელია მსხვილი შენაძენის გაკეთებამდე ცივი გონებით შეაფასონ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, რადგან შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეექმნათ მომავალში.

ლომი

როგორც იქნა გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს. ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ ლომები ამოისუნთქებენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არ მოდუნდნენ და მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც სამყარო 2024 წელში მისცემთ.

ქალწული

2024 წლის დასაწყისი ქალწულებისთვის რთული იქნება. თუმცა არ უნდა შეუშინდნენ გამოწვევებს. ასტროლოგების აზრით, თუ ქალწულები შეძლებენ და უაზრო ხარჯებს თავს აარიდებენ, 2024 წლის მეორე ნახევრიდან სიტუაცია დასტაბილურდება და ის ზარალი რაც დასაწყისში მიიღეს, სასიკეთოდ აუნაზღაურდებათ.

ასევე მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ქალწულების ფინანსური სტაბილურობა და კეთილდღეობა მეტწილად მათ ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული.

სასწორი

დაწინაურებები, ბონუსები, დიდი გამარჯვებები – ასეთ პროგნოზს აკეთებენ ასტროლოგები სასწორისთვის 2024 წელს. თუმცა, ვერძების მსგავსად, სასწორებსაც მოუწევთ ცივი გონებით მოქმედება, რათა გამარჯვებებმა და დიდებამ მათ რაციონალურად აზროვნების საშუალება არ წაართვათ.

მორიელი

ასტროლოგები მორიელებს ურჩევენ ახლავე დაიწყონ ფულის დაზოგვა მოგზაურობისთვის, ქორწილისთვის, ბინისთვის. მათთვის 2024 წელი მცირედი გამარჯვებების და წინსვლის წელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მორიელებისთვის განსაკუთრებით წარმატებულ წელად არ მიიჩნევა 2024, მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალი წელი სტაბილური და მშვიდი იქნება.

მშვილდოსანი

ერთერთი ყველაზე წარმატებული მშვილდოსნები იქნებიან 2024 წელს. მათ განსაკუთრებით გაუმართლებთ. წლის მეორე ნახევარში საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალებაც მიეცემათ. გახსოვდეთ, ორჯერ მეტი შრომა ორჯერ მეტ გასამრჯელოს გპირდებათ.

თხის რქა

თუმცა 2024 წლის ჩემპიონი იქნება თხის რქა. ასტროლოგები ამბობენ, რომ მომავალ წელს თხის რქებს ახალი პროექტების წამოწყების საშუალება მიეცემათ, რომლებიც დიდ წარმატებას მოუტანენ მომავალში. 2024 წელს ჩაყრილი საფუძველი სამომავლო სტაბილურობის და სარგებლის მომტანი იქნება.

მერწყული

მათ მეტი რაციონალურობა მართებთ. ასტროლოგები ურჩევენ, რომ ფული გონივრულად დახარჯონ, რათა შემდეგ სანანებელი არ გაუხდეთ. ზოგადად, მერწყულები 2024 წელს სტაბილურად მშვიდ ვითარებაში გაატარებენ. შესაძლოა მათ აზარტულ თამაშებში გაუმართლოთ.

თევზები

მათთვის 2024 წლის გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა ძალიან სარფიანი იქნება. აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი და უკვე შემოდგომის მიწურულს დატკბნენ მიღწეულით. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს საქმიანობას ოჯახის წევრებთან ერთად წამოიწყებენ.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: