ივნისის თვის უტყუარი ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ ვის რა გელოდებათ

ცნობილი ტაროლოგი ანჟელა პერლი 2023 წლის ივნისისთვის ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მოსალოდნელ პროგნოზს აქვეყნებს.
მაშ ასე:
ვერძი – წარმატების პლანეტა იუპიტერი ვერძის ნიშანში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს 2022 წლის ივნისში აუცილებლად გაუმართლებთ. ეს შესანიშნავი დროა, რათა მსოფლიოს საკუთარი თავი გააცნოთ! ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება: ფული საკმარისი იქნება ყველაფრისათვის, რაც თქვენთვის აუცილებელია.ჰარმონია შეიძლება დაარღვიოს შიშებმა. არ ღირს ნერვიულობა და ემოციებში გადავარდნა, რადგან საბოლოოდ ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ვერძისთვის იქნება ხელსაყრელი. და, გთხოვთ, მოვლენებს ნუ ააჩქარებთ: ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც უნდა მოხდეს. რჩევა ანჯელა პერლისგან: „დაუჯერეთ საკუთარ ინტუიციას და თქვენს წინაშე სწორი გზა გაიხსნება!”
კურო – ზაფხულის პირველ თვეში კუროებს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ელოდება – მათ შეიძლება მიიღონ მხარდაჭერა ან ფინანსური დახმარება. მათზე ნათესავები და მეგობრები იზრუნებენ. სამსახურში მათი საქმეები დალაგდება, რაც კუროს სტაბილურ შემოსავალს მოუტანს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში აქცენტი კრეატიულობაზე უნდა გაკეთდეს.შესაძლებელია მოგზაურობები, რომლებიც დიდი სიხარულის მომტანი იქნება. ასევე, იქნება რაღაცის აღნიშვნის მიზეზებიც. ურთიერთობებში ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი მეორე ნახევრის თხოვნებს. ნუ კონცენტრირდებით მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ამბიციებზე.
ტყუპები – ეს არის შესანიშნავი თვე ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლოა, გქონდეთ მოულოდნელი ფულადი შემოსავალი. ხარჯიც გექნებათ, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ იქნება. კარგი იქნება თუ დაკავდებით შემოქმედებით და ესთეტიკით.ტოქსიკური ურთიერთობები დაინგრევა, ჰარმონიულები კი პირიქით, გამყარდება. შესაძლოა, შეიტყოთ ფეხმძიმობის შესახებ. ჯანმრთელობა იქნება ძლიერი და სტაბილური!