„გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა..." - დავით თარხან-მოურავის პირველი კომენტარი შვილის დაღუპვის შემდეგ
ორი წლის წინ, ჩვენს თანამებრძოლ ირმა ინაშვილს ავარიაში ძმა დაეღუპა, კოტე ინაშვილი. ძალიან დიდი წუხილი იყო, ირმა ძალიან განიცდიდა. 40 დღის შემდეგ კოტე დაესიზმრა და უთხრა, მე ახლა სადაც ვარ უკეთესად ვარ, ვიდრე ვიყავიო. მე მყავს მეგობრები, რომლებმაც შვილი დაკარგეს. აქამდე თუ ვანუგეშებდი მეუბნებდონენ, შენ რა იცი, ეს არ გაქვს განცდილიო. მე ახლა ვიცი, რას ნიშნავს შვილი დაკარგოს კაცმა. ჩვენს შვილს არ კლავს ღმერთი, შვილს ეშმაკი გვართმევს.
ჩემი შვილი ორშაბათს უნდა უნდა დაწოლილიყო საავამდყოფოში, სამშაბათს ოპერაცია გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა. ოთხი თვის წინ დავადგინეთ, რომ ეს პრობლემა ჰქონდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა შვილმა 35 წელი იცხოვრა ღირსეულად და დატოვა უდიდესი სიყვარული.
პატრიარქმა მომისამძიმრა, ოცდახუთმა ეპისკოპოსმა მომისამძიმრა და თერთმეტმა ეპისკოპოსმა მოვიდა და პანაშვიდი გადაუხადა. ქალბატონი პრეზიდენტიც იყო, დიდი მადლობა მას. იყვენ თანამდებობის სხვადასხვა პირებიც. ვუსამძიმრებ დედებს, ჩემს მეუღლეს და დედებს. დედა ზრდის შვილს, ეს უნდა გვესმოდეს. განა მამას არანაირი წვლილი არ მიუძღვიუს, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი დედას მიუძღვის"