„მოემზადეთ, ეს ორი ნიშანია მთავარი ფავორიტი“ - ვისთვის იქნება 2024 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?
ლომი
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. როგორც ორგანიზატორი წავა წინ, ახალი იდეები, სპონტანური იმპროვიზაციის უნარი წინ წამოიწევს. წლის მეორე ნახევარი კი, ინტერნეტის გამოყენებით წარმატების მიღწევის კარგი ფაქტორია.
ქალწული
წლის პირველ ნახევარში მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი რაც შეიძლება მეტი, რადგან არის წარმატების დიდი შანსი. მეორე ნახევარი კი პროფესიულად წავიდეს წინ და სწავლას დაუთმოს დრო.
სასწორი
აქვს შანსი, პარტნიორთან ერთად ფინანსური ინვესტიციით ჩადების კუთხით მოაღწიოს დიდ წარმატებას, მაგრამ ენაზე კბილის დაჭერის გათვალისწინებით, ჩუმად და წყნარად. წლის მეორე ნახევარი კი აქტიურია უცხოეთთან კონტაქტებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით.
მორიელი
წლის პირველ ნახევარში მორიელისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია პარტნიორული ურთიერთობა. სასიყვარულო, საქმიანი თუ ბიზნესის კუთხით. შეიძლება ჩამოყალიბდეს, ერთობლივი საქმიანი ურთიერთობა და შემოქმედების კუთხით მიაღწიოთ არნახულ წარმატებას. გეძლევათ შანსი ეს ინვესტიცია ჩამოყალიბდეს მაღალშემოსავლიან ბიზნესად.
მშვილდოსანი
მთლიანად არ არის ცუდი წელიწადი. მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელდება. წარმატებული იქნება მედიცინის და პედაგოგიკის სფეროში მოღვაწე მშვილდოსნები. წლის მეორე ნახევარი აქტუალური იქნება რომანტიკული კავშირების გაძლიერებისთვის.
თხის რქა
ელოდება სიყვარული და სასიყვარულო პერიოდი. გამრავლების კუთხით საუკეთესო პერიოდია, ასევე ფინანსური დივიდენდების მიღების კარგი პერიოდი აქვს. წლის მეორე ნახევარი კოლეგებთან ურთიერთობების მოგვარების კუთხით საუკეთესოა და ასევე თუ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები მასაც მოაგვარებს.
მერწყული
მნიშვნელოვანია, რომ წლის პირველ ნახევარში იყოს სამშობლოში. რადგან აქვს წარმატების მაღალი შანსი. საოჯახო სანათესავო ურთიერთობების გამაგრება მნიშვნელოვანია, საიდანაც მოდის დიდი წარმატება.
თევზები
კონტაქტების და შეხვედრების აქტიური პერიოდია. სადაც აქვს შანსი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს, და როგორც შუამავალი იქნება კარგი. მასმედიაში თუ მუშაობს იქნება ეფექტური და მოდის დიდი წარმატება. მეორე ნახევარში კი უნდა იყოს სამშობლოში.