რეგისტრაცია

თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... რაც შეეხება საქმიანობას, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე

16 Jan 2024, 14:28

- მახ­სოვს, სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე რა­ღაც რიტმს და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. მე ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი უცებ ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი. რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა, იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო... გა­და­ღე­ბე­ბის დროს, ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან ვის­თან აგ­რძე­ლებთ დღეს მე­გობ­რო­ბას?

- ჯანო იზო­რი­ას­თან და თემო გო­გი­ნა­ვას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს დღემ­დე.

- გო­გოს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა რომ გა­და­წყვი­ტა თე­მოს პერ­სო­ნაჟ­მა, კა­ცუ­რად გა­უს­წორ­დი...

- კი, ნა­ტუ­რა­ლუ­რად გა­მო­მი­ვი­და... არა­და, კა­მე­რე­ბის მიღ­მა, სულ ასე ვძიძ­გი­ლა­ობ­დით ხოლ­მე, თა­მაშ-თა­მაშ­ში. გარ­და იმი­სა, რომ გი­ორ­გი კარ­გი რე­ჟი­სო­რია, ის კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­ცაა. ამ სცე­ნის წინ და­მიჯ­და და და­მე­ლა­პა­რა­კა, წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ გო­გოს ავიწ­რო­ე­ბენ, ატი­რე­ბენ, შენ ამის შემ­ხედ­ვა­რე, რო­გორ მო­იქ­ცე­ვიო?.. ჰოდა, მეც რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ იმ გო­გოს ჩემს გარ­და დამ­ცვე­ლი არ ჰყავ­და იმ მო­მენ­ტში, „უჰ, თქვე­ნი" მეთ­ქი წა­მო­ვიყ­ვი­რე და ვეძ­გე­რე თე­მოს.. ჩემ­თვის არ­ნა­ხუ­ლად ემო­ცი­უ­რი და შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ჯანო იზო­რი­ას პერ­სო­ნა­ჟის სიკ­ვდი­ლი. მე არ ვი­ცო­დი რომ, ამ სცე­ნა­ში ის უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო და უცებ, ია­რა­ღის ხმა რომ გა­ის­მა და სის­ხლი და ძირს და­ცე­მუ­ლი ჯანო და­ვი­ნა­ხე, რე­ა­ლუ­რად გან­ვი­ცა­დე, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, ამი­ტო­მა­ცაა ეს სცე­ნა ასე­თი ნა­ტუ­რა­ლუ­რი.

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ბოლო კად­რე­ბია, ტი­რი­ლით რომ ცეკ­ვავ...

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი გა­მო­ვი­და ეს კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩემი საყ­ვა­რე­ლი და­თუ­ნია სხირტლა­ძეც მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას ტი­რი­ლი მი­ჭირ­და. ისევ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა მიდ­გო­მამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი და ისე ავ­ტირ­დი, გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კარ­გა ხანს ვე­ღარ მამ­შვი­დებ­დნენ. ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი. მერე კი ისევ უცა­ბე­დად, და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა ჩემი სა­ხე­ლი... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში რე­ჟი­სო­რე­ბის მხრი­დან, თო­რემ ხალ­ხის სიყ­ვა­რულს მუ­დამ ვგრძნობ­დი და ახ­ლაც ვგრძნობ. ყვე­ლას ვახ­სო­ვარ, მცნო­ბენ, მე­ფე­რე­ბი­ან, ათას თბილ სი­ტყვას მე­უბ­ნე­ბი­ან. იმ­დე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი მო­ა­ტა­რა ამ ფილმმა, ყველ­გან ისე მე­ფე­რე­ბოდ­ნენ და ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და მა­ყუ­რე­ბელ­ზე ეს ფილ­მი... ერთხელ, სერ­ბეთ­ში ფილ­მის ჩვე­ნე­ბა რომ დას­რულ­და და დარ­ბაზ­ში სი­ნათ­ლე აინ­თო, ერთ-ერ­თმა კი­ნო­მოღ­ვა­წემ გა­მო­ა­ცხა­და, თედო ახლა ამ დარ­ბაზ­ში­აო. ყვე­ლა მო­ვი­და, მე­ფე­რე­ბო­და, ერთ-ერ­თმა აქ­ვი­თი­ნე­ბულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა გულ­ში ჩა­მიკ­რა და ჯი­ბე­ში ფული ჩა­მი­კუ­ჭა... ფილმმა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­ზე, მარ­თლა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვე­გო­ნე. მერე ამ თან­ხით, ტკბი­ლე­უ­ლი ვი­ყი­დე და ჯგუ­ფის წევ­რებს გა­ვუ­მას­პინ­ძლდი.

- დღეს რო­გორ ცხოვ­რობთ?

- 27 წლის გახ­ლა­ვართ. უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ, ჩემი მე­უღ­ლე, ანი ხუ­ციშ­ვი­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. ჩვე­ნი პა­ტა­რა ვაჟ­კა­ცი დე­მეტ­რე კი უკვე 2 წლი­საა.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

- ზა­ქა­რი­ა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე.

- ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი როლი გაქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?

- 5. აქე­დან 2 მთა­ვა­რი. "გაღ­მა ნა­პი­რი" იყო პირ­ვე­ლი, ყვე­ლა გა­გე­ბით. ამ ფილმმა პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­ტა­ნა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც მა­ჩუ­ქა, თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მო­მიგ­ვა­რა. ეს ფილ­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ის არ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც ახლა ვარ.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად


- თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში რო­გორ და­გეხ­მა­რათ ფილ­მი?

- ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა წარ­მა­ტე­ბულ­მა ფრან­გმა პრო­ფე­სორ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი - მე მინ­და ამ ბავ­შვს და­ვეხ­მა­როო. ისიც დას­ძი­ნა, თუ უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვალ და იქ გა­ვუ­კე­თებ ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, თედო ჩა­მო­ვი­დეს პა­რიზ­შიო. ამ ქალ­ბა­ტონ­მა და­ა­ფი­ნან­სა ყვე­ლა­ფე­რი.

- დღეს რას საქ­მი­ა­ნობთ?

- დღეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ში ვარ, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ.

- სა­ინ­ტე­რე­სო რი­თაა?

- იმით, რომ რო­გორც მსა­ხი­ობს, დღე­ში ასო­ბით, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ან­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ვაკ­ვირ­დე­ბი და ვი­მახ­სოვ­რებ მათ მა­ნე­რებს, ჩვე­ვებს, გა­მო­ხედ­ვას... იმედს არ ვკარ­გავ, რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში, რო­გორც მსა­ხი­ობს გა­მო­მად­გე­ბა.

- რა რე­აქ­ცია აქვთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­მო­სუ­ლებს, დახ­ლთან რომ ნაც­ნო­ბი ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი ხვდე­ბათ?

- გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან. ზოგი პირ­და­პირ შე­მო­დის დი­ა­ლოგ­ში, ზოგი, სხვას გა­და­უ­ლა­პა­რა­კებს ხოლ­მე, ეს ის არი­სო და ამის შემ­დეგ მე­კი­თხე­ბი­ან, აქ რა­ტომ მუ­შა­ო­ბო?

- მერე რას პა­სუ­ხობთ?

- „ასე გაგ­რძელ­და ცხოვ­რე­ბა". აქ და­საქ­მე­ბამ­დე, კარ­გა ხანს ვე­ძებ­დი სამ­სა­ხურს. მე­გო­ბა­რი მყავს სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე, მამა ტი­მე­ნი. რომ გა­ი­გო უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, ახ­ლო­ბელს, თორ­ნი­კე გო­გეშ­ვილს სთხო­ვა, იქ­ნებ და­ა­საქ­მოო და მან და­მა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. უკვე 8 თვეა და­საქ­მე­ბუ­ლი ვარ.

- სად ცხოვ­რობ?

- წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ვი­ქი­რა­ვე ბინა, სა­დაც ცოლ-შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ.

- რო­გორ ფიქ­რობ 10 წლის შემ­დეგ რო­გო­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- მა­ინც მგო­ნია, რომ ჩემი ხვა­ლინ­დე­ლი დღე კი­ნოს უკავ­შირ­დე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ესაა ჩემი მი­ზა­ნი.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: