რეგისტრაცია

"ბულინგმა სულიერად უფრო გამაძლიერა... ცხოვრების მადლობელი ვარ, განვლილ ყოველ წამს და წუთს ვაფასებ" - თედო ბექაური ოჯახზე, ცხოვრებასა და გამარჯვებაზე

16 Jan 2024, 14:33

- რა თქმა უნდა. არ უნდა და­მეშ­ვა ფიქ­რი იმა­ზე, რომ 100%-ით აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებ­დი... ეს უპირ­ვე­ლე­სად იმის­თვის, რომ გუ­ლის წყვე­ტა არ მქო­ნო­და. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმე­დი კი მქონ­და... სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რო­გორც გვინ­დო­და მე და ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს...

- რო­გო­რია შენი ემო­ცი­ე­ბი და გეგ­მე­ბი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვფიქ­რობ... სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და... ჩვენს ამ ინ­ტერ­ვი­უმ­დე ფი­ნალს ვუ­ყუ­რებ­დი და კი­დევ ვერ ვი­აზ­რებ, რომ მე-12 სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მე ვარ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს მოხ­და. აქამ­დე ასე­თი ემო­ცია არ მქონ­და, სი­ტყვე­ბით ვერ გა­მოვ­თქვამ - რა­ღაც არ­ნა­ხუ­ლი, უჩ­ვე­უ­ლო და სხვა­ნა­ი­რი გრძნო­ბაა.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მე-12 სე­ზო­ნი და­ი­ხუ­რა... წინა სე­ზო­ნე­ბი­სას თუ გი­ფიქ­რია, რომ ამ პრო­ექ­ტში მი­გე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- კი, მი­ფიქ­რია, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცეკ­ვებ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ აქამ­დე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია... მერე ისე მოხ­და, რომ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს­თან გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი და მი­თხრა, შო­უ­ში ხომ არ იცეკ­ვე­ბო? დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი. ისიც ვუ­თხა­რი, რომ ამა­ზე ნა­ფიქ­რი მქონ­და... ძა­ლი­ან კარ­გი, მე ხელს შე­გი­წყო­ბო... მად­ლო­ბა ნოეს...

- შენი თა­ვის იმე­დი გქონ­და, რომ შეძ­ლებ­დი ცეკ­ვას?

- ვფიქ­რობ­დი, რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვა-მეთ­ქი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ყვე­ლა­ფერს ვარ­ჯი­შის შე­დე­გად დავ­ხვე­წდი. ისე, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე სპორ­ტუ­ლი.... მე­წყვი­ლეც კარ­გი შემ­ხვდა, ანნა ბირ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ბი­ჭე­ბი - ირაკ­ლი ძა­ძა­მია და რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კარ­გად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ სულ ჩემ­თან ხომ არ იყ­ვნენ და ძი­რი­თა­დად მარ­ტო ვმუ­შა­ობ­დი ხოლ­მე... ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოხ­ვდი, ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბო­და.

- ეს სამი თვე რო­გო­რი იყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- უძი­ლო, დაღ­ლი­ლი და კი­დუ­რებ-კუნ­თებ-ძვლებ ნატ­კე­ნი... მარ­თლა ყვე­ლა ძვა­ლი მტკი­ვა, მაგ­რამ ღირ­და... კი­დევ რომ ეკი­თხათ - იცეკ­ვე­ბო?, კი­დევ ვი­ცეკ­ვებ­დი...

- ამ პრო­ექ­ტამ­დე რო­გორ ცხოვ­რობ­დი?

- არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სამ­სა­ხუ­რი, სახ­ლი... ასე ვი­ყა­ვი... სა­ერ­თოდ, ჩემი სამ­სა­ხუ­რი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე იყო, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია... როცა ადა­მი­ანს რა­ღაც გინ­და და ვერ აკე­თებ, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ გრძნობ. ამი­ტომ იმ გა­რე­მო­ში ცოტა მი­ჭირ­და. ხალ­ხსაც უკ­ვირ­და, იქ რომ მხე­დავ­და... მაგ­რამ როცა შე­მო­სავ­ლის სხვა წყა­რო არ გაქვს და გი­ჭირს, რას იზამ?!

- 10 წლის ბიჭ­მა ფილმში "გაღ­მა ნა­პი­რი“ რო­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვად შეს­რუ­ლე­ბა შე­ძე­ლი. რა ად­გი­ლი უკა­ვია ამ ფილ­მს შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს არის ტკბი­ლი ბავ­შვო­ბა, რო­მე­ლიც სულ ჩემ­თა­ნაა და სულ მახ­სოვს...

- თა­ვის დრო­ზე, თურ­მე გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი­დან ვი­ღა­ცებს არ მოს­წონ­დი. ამ­ბობ­დნენ, რა­ტომ მო­იყ­ვა­ნეთ ეს ბიჭი, სხვა ვე­რა­ვინ მო­ი­ძებ­ნაო?

- კი, მაგ­რამ მა­შინ ამის შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დი, ეს გვი­ან გა­ვი­გე. ჩე­მამ­დე კი მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ იმის იქით არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, ეს ვინ თქვა და რა­ტომ. არც მი­კი­თხავს, რად­გა­ნაც მე ფილმში ჩემი შე­დე­გი მაქვს და ვიცი, რა გა­ვა­კე­თე. იდარ­დონ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ჩემ­ზე რამე ცუ­დად თქვეს...

- ვიდ­რე კინო იქ­ნე­ბო­და, თურ­მე ბავ­შვო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტიც ყო­ფილ­ხარ, რაც შენს თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბო­და. ეს ბავ­შვო­ბის ტრავ­მა დღე­საც მოგ­ყვე­ბა?

- კი, ბავ­შვო­ბის ტრავ­მაა, მაგ­რამ მაგ ბუ­ლინ­გმა სუ­ლი­ე­რად უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა... ცხოვ­რე­ბის დი­დად მად­ლი­ე­რი ვარ, გან­ვლილ ყო­ველ წამს და წუთს ვა­ფა­სებ.

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა მო­დის, ბევ­რი წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვას ვერ ახერ­ხებს. სა­კუ­თარ თავ­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ექ­მნე­ბათ... შენ ხარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა ყვე­ლა ეტაპ­ზე შე­ძე­ლი. რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- მშობ­ლე­ბი არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ სწო­რად აღ­მზარ­დეს... სხვა­ნა­ი­რად არ შე­მეძ­ლო და არ შე­მიძ­ლია...

- ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მშობ­ლებ­მა რა გი­თხრეს?

- მათ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ჯერ ნორ­მა­ლუ­რად ვერც მო­ვას­წა­რი. კი­დევ არ გვჯე­რა იმის, რაც ჩვენს თავს მოხ­და და ხდე­ბა... ჩემი მე­უღ­ლე და პა­ტა­რა, მო­უს­ვე­ნა­რი დე­მეტ­რე (2 წლის და 9 თვის), გა­მარ­ჯვე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი ზღა­პა­რია. ზღაპ­რუ­ლად ვართ კი... მე­უღ­ლე ამ პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარ­ში მედ­გა...

- სად ცხოვ­რობთ?

- ახლა თბი­ლის­ში ვართ, სხვის სახ­ლში, მაგ­რამ აქ პრო­ექ­ტის გამო ვი­ყა­ვით. მე ორ­ბე­თი­დან ვარ. ჩემი სო­ფე­ლი თბი­ლი­სი­დან არც ისე შორ­საა, საკ­მა­ოდ მაღ­ლაა და ტრან­სპორ­ტის პრობ­ლე­მა გვაქვს... ამ სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მთე­ლი ბავ­შვო­ბა იქ გა­ვა­ტა­რე. პა­ტა­რა სო­ფე­ლია თა­ვის პა­ტა­რა სა­მე­ზობ­ლო­თი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, მშრო­მე­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით.

- გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ იქვე სცე­ნა­ზე შენ­თან მო­სა­ლო­ცად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ველ­მა მო­გი­ლო­ცა. ბე­ბოა?

- ეს ქალ­ბა­ტო­ნი მე­გობ­რის მე­ზო­ბე­ლია - ჩვე­ნი მო­ნა­თე­სა­ვე გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და ფი­ნალ­ზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, ბებო არ მყავს, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხით კი ბე­ბია ნამ­დვი­ლად შე­ვი­ძი­ნე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ. ჩემი მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, მა­ნა­ხე ბავ­შვიო და მა­ნაც ჩემ­თან წა­მო­იყ­ვა­ნა. გაც­ნო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ბე­ბი­ო­ბას მი­წევს. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

- გა­მოჩ­ნდა ვი­ღაც ინ­კოგ­ნი­ტო ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შენს სწავ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს... ეს ნატ­ვრაც აგიხ­დე­ბა...

- კი, ასეა. მა­ნამ­დე თე­ატ­რა­ლურ კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც დიდი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია. ეს იმის­თვის მინ­დო­და, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა­ში დამ­ხმა­რე­ბო­და. მერე იქ გა­და­სა­ხადს ფი­ნან­სუ­რად ვე­ღარ გავ­წვდი... ახლა ცოტა ხანი აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად დრო მჭირ­დე­ბა, კა­ლა­პოტ­ში ჩავ­დგე­ბი და ყვე­ლა­ფერს მივ­ხე­დავ...

ყვე­ლას, ვინც გვერ­დით მედ­გა, ასე­ვე ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ვინც ერთი ზარი ან ერთი მე­სი­ჯი გა­მო­უშ­ვა. სი­ტყვი­ე­რად გვერ­დში და­მიდ­გა, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ულევ სი­ხა­რულს ვუ­სურ­ვებ!..

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: