რეგისტრაცია

მკითხაობა რიცხვებით: ამოირჩიეთ, დააკომენტარეთ და გაიგეთ

15 Feb 2024, 22:53

11. თქვენ აუცილებლად მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობთ. მაგრამ გააცნობიერებთ, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი და საჭირო ყოფილა და ახალი, სწორი გეგმის შემუშავებას დაიწყებთ.

12. მოემზადეთ! სულ მალე, თქვენს ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებების დრო მოვა!

13. მოულოდნელი სიახლე ან წინადადება, თქვენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებას შეიტანს.

14. თქვენ მარცხი გელით, რომელიც სულ მალე, ნარმოუდგენელ წარმატებად გარდაიქმნება. ასე, რომ, ნუ იდარდებთ.

15. თქვენ მეტისმეტად აჩქარებთ მოვლენებს და გავიწყდებათ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უფრო მეტი მოთმინება გმართებთ.

16. საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შეხედოთ და მაშინ დაინახავთ საშუალებას, რომელიც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ.

17. ახლა იღბალი თქვენს მხარეს არის. იმოქმედეთ თამამად და შეუპოვრად. ნურაფრის შეგეშინდებათ.

18. თქვენი ბედნიერება თქვენს თვალწინ არის. უფრო დაკვირვებული თუ იქნებით, მას აუცილებლად შენიშნავთ.

19. საკუთარი ძალების უნდა ირწმუნოთ. ეს ერთადერთია, რაც სასურველს გაშორებთ.

20. ცოტა უნდა მოდუნდეთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, მაშინ საქმეც მოგვარდება.

21. საკმაოდ ჭკვიანი ხართ, ამიტომ საკუთარ გონებას და ინტუიციას მიენდეთ. ისინი გზას გაჩვენებენ.

22. თქვენ სწორ გზაზე დგეხართ. აღებული კურსიდან ნუ გადაუხვევთ და საწადელს აუცილებლად აისრულებთ.

23. მხოლოდ ერთ რამეზე ხართ ჩაციკლული. ირგვლივ მიმოიხედეთ და უამრავ შესაძლებლობას აღმოაჩენთ, რომელიც იმას გადაფარავს, რისკენაც ისწრაფვოდით. აუცილებლად იპოვით სწორ გზას.

24. თუ ამ სამყაროს სილამაზის აღქმას ისწავლით, მაშინ საკუთარ ბედ-იღბალსაც დაინახავთ. თქვენ ბედის ნებიერა ბრძანდებით, მაგრამ რატომღაც, ჯიუტად არ გინდათ ამის შემჩნევა.

25. ყველაფერი მოგვარდება. სანერვიულო არაფერი გაქვთ.

26. გახსოვდეთ, წვიმის შემდეგ, აუცილებლად, მზე გამოდის. მალე ყველაფერი მოგვარდება. ნურაფერს განიცდით.

27. თქვენ ბევრი და მიზანდასახულად იშრომეთ. ასე, რომ, ახლო მომავალში, ბედისგან ჯილდოს ელოდეთ.

28. საკუთარი თავის ფასი არ იცით. მაგრამ, იღბალი თქვენს მხარეზეა და მალე ცხოვრება სასიამოვნო ცვლილებებს შემოგთავაზებთ.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: