რეგისტრაცია

„თქვენ მთავარი ფავორიტი ხართ! იწყება ვარსკვლავური დრო“ - დააკომენტარეთ რომელი ზოდიაქო ხართ და ნახეთ რა გელოდებათ მომდინარე კვირაში

25 Apr 2023, 22:03

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის შესახებ ისაუბრა და ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.


მისი თქმით, აღნიშნულ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა, თუმცა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, რის გამოც, საერთო ჯამში, პროგნოზი სასიკეთო და პოზიტიურია. გარდა ამისა, ასტროლოგმა ზოდიაქოს ყველა ნიშანი დაახასიათა და განაცხადა, რომ ეს არის კვირა, როცა ყველა ნიშანი თავს კარგად და სტაბილურად იგრძნობს.

♈ვერძი - ხდებით გაცილებით რეალისტი. აზროვნებთ უფრო პრაგმატულად, აღწევთ სტაბილიზაციას, აღარ ხართ ზედმეტ ფანტაზიებში, რის გამოც შეიძლება ზოგიერთი იდეა შეცვალოთ, რაც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. თქვენთვის მოდის მაყუთის დრო. ძველი საქმეებისგან მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს, შესაძლოა ძველი ვალებიც დაგიბრუნონ ან ჩაერთვებით ისეთ პროექტებში, რომელიც მოგცემთ ფინანსურ წარმატებას. ენერგია საკმარისი გაქვთ იმისთვის, რომ აქტიურად იმოქმედოთ და თქვენი იდეები განახორციელოთ.

♉კურო - თქვენ მთავარი ფავორიტი ხართ! მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ხდებით უფრო ქარიზმატული, მიმზიდველი, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. იმატებს იღბალი. ამიტომ, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი ხდებით უფრო კონტაქტური და გახსნილი. მიმდინარე კვირაში აუმჯობესებთ თქვენს ავტორიტეტს. შეძლებთ საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თქვენთვის იწყება ვარსკვლავური პერიოდი. აღარ გაქვთ სიზარმაცის დრო, ამიტომ იაქტიურეთ.

♊ტყუპები - თქვენ ამის შემდეგი კვირიდან დაგეწყებათ რთული პერიოდი, ანუ დაბადების წინა ზონა. ამიტომ თუ რამე მნიშვნელოვანია გააკეთეთ ახლა. შეიძლება მიიღოთ კოსმოსური საჩუქრები. დახმარებას მიიღებთ მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან და სულ რომ არ ელოდები, მოულოდნელად გაგიკეთებენ სიურპრიზებს, რომელმაც შეიძლება მატერიალური დივიდენდები მოგიტანოთ. შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა.

აგრეთვე იხილეთ: