რეგისტრაცია

”ჩახოცა ორივე…” – რა მოხდა სინამდვილეში ქარელში? დაღუპული პოლიციელის ბიძის პირველი კომენტარი

17 May 2023, 13:46

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გორი-ქა­რე­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლია. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ვანო ბა­სა­ნი­ძე და ომარ ქა­რე­ლი.

“დის­შვი­ლი იყო ჩემი… ვერ ვლა­პა­რა­კობ. ამ­ბო­ბენ, მძღო­ლი მთვრა­ლი იყოო და ცალ­მხრივ­ზე შე­ვარ­დნი­ლა” – აცხა­დებს “მთა­ვარ არხთან” გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა.
შსს-ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი მძღო­ლი პო­ლი­ცი­ის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, მას ჩა­უ­ტარ­და ალ­კო­ტეს­ტი და სიმ­თვრა­ლე და­უდ­გინ­და.

“1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გ.ლ. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გვერ­დულ­ზე მდგომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს და­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ომარ ქა­რე­ლი და 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვანო ბა­სა­ნი­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია”, – ვკი­თხუ­ლობთ შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აგრეთვე იხილეთ: