„ის მხოლოდ 25 წლის იყო, ორი თვის ორსული… შემდეგ შვილი, ქმარი…“- ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელმაც 31 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა

ამ ტრაგედიამ, 1990 წლის ბოლოს, მთელი თბილისი აალაპარაკა – ახალი წლის წინა დღეებში, დამწვრობის ცენტრში, ახალგაზრდა პერსპექტიული მოცეკვავე, ულამაზესი ირმა დუნდუა, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისის ქუჩებში შეიარაღებული ბანდფორმირებები დათარეშობდნენ, ტყვიები კი, ჰაერში უმისამართოდ დაქროდა.