“სამი შვილი,24 წლიანი ქორწინება,უდიდესი ტრაგედია და..” – ნახეთ უცნობი ამბები თიკა ფაცაციაზე

თიკა ფაცაცია ბევრისთვის ცნობილი ტელესახეა, საყვარელი მომღერალი და მოდელია. დაიბადა 1981 წლის 18 ოქტომბერს. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა.
თიკა დაოჯახებულია. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.