რეგისტრაცია

"ახალგაზრდა ბიჭი ძმამ სანადირო თოფით მოკლა და ..." - გლოვაა მთელს ქვეყანაში

02 Jun 2023, 14:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.ლ. დააკავეს. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში დღეს მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა - 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა",  - წერია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე იხილეთ: