რეგისტრაცია

”წინა ვაგონებიდან წივილ-კივილის ხმა ისმის და…” – ახლახანს მეტროს ლიანდაგებში ადამიანი ჩავარდა

28 Feb 2023, 22:34

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია – მიზეზი ვაჟა-ფშაველას სადგურზე მომხდარი ინციდენტია. თვითმხილველთა ინფორმაციით, მგზავრი ჩახტა ლიანდაგებში და მატარებელი გააჩერეს.

“მეტროში რაღაც მოხდა სამედიცინოზე გავიჭედე გვირაბში ნაწილობრივ და წივილ-კივილის ხმა ისმის წინა ვაგონებიდან” , – წერენ სოც. ქსელში.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში განაცხადეს, ლი­ან­დაგ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი პირი ამ წუ­თებ­ში ამოჰ­ყავთ, რის შემ­დე­გაც მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ბა. ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.
ფოტო პირობითია

აგრეთვე იხილეთ: