შემზარავი კადრები, ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელმა მიმტანზე იძა*ადა [ვიდეო]

სახაჭაპურე რეტროს ყოფილი მენეჯერი მარია ზოიძე Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.
ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.