რეგისტრაცია

15 შემზარავი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

15 Mar 2023, 16:03

სიკვდილი ყველა ადამიანში გარკვეულ შიშს ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველა ჩვენგანმა იცის რომ ის გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში ადამიანების სიკვდილამდე რამდენიმე საათით ან წუთით ადრე გადაღებულ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მართლაც რომ მძიმე სანახავია, რადგანაც თითოეულ კადრში რაღაც ისეთი ენითაღუწერელი და აუხსნელი რამ იმალება, რაც ყველა მნახველში უნებურ შიშს ბადებს.


29 წლის ესპანელი ტორეადორი ვიქტორ ბარიო სიკვდილამდე წამით ადრე. 29 წლის მატადორს ხარმა რქა პირდაპირ გულში გაუყარა. მართალია, ადგილზე ექიმები მყისიერად მივიდნენ, თუმცა ახალგაზრდა ტორეროს გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.


image



31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსონი "სენტ-ჰელენზის" მთის ფერდობზე ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე, სადაც მკვლევარი გარდაიცვალა კიდეც.


image




ჰოლანდიელი გოგონების კრის კრემერსისა და ლისანა ფრონის მიერ გადაღებული ბოლო სელფი პანამაში, სადაც ორივე ტურისტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.


image




ესამ, კელსიმ და სავანამ ეს სელფი მანამდე გადაიღეს სანამ უკანა ფონზე გამოჩენილი მატარებელი მათ სიცოცხლეს შეიწირავდა.


image



ეს სელფი "ფეისბუქზე" ორმა მეგობარმა გამოაქვეყნა, იმავე საღამოს გოგონამ მარცხნივ (შაიენ ანტუანმა) თავისი მეგობარი ბრიტნი გარგოლი ქამრით დაახრჩო.



-0:05


image




ამ ფოტოს გადაღებიდან რამედენიმე წუთში ეს ვიეტნამელი ქალი და მისი შვილები ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სონგმში იქნენ მოკლულები.


image




სერიულმა მკვლელმა რობერტ ბენ როუდსმა 14 წლის რეჯინა ქეი უოლტერსს მოკვლამდე სწორედ ეს ფოტო გადაუღო.



image




14 წლის ავსტრალიელ კეიტ სეფსფორტს იაპონიაში გაფრენა სურდა, რისთვისაც ის თვითმფრინავის ბორბალში დაიმალა. სამწუხაროდ, ის ფრენისას გადმოვარდა.


image




მომღერალი ჯენი რივერა საკუთარ ჯგუფთან ერთად კერძო თვითმფრინავში, რომლის ჩამოვარდნისას ყველა დაიღუპა.


image




სიდნი ლუფმა ეს სელფი პაემანზე წასვლამდე გამოაქვეყნა, სადაც ის მეგობარმა მამაკაცმა დაახრჩო. მისი მკვლელი, ობრი ტრეილი კი გოგონას გარდაცვალებას სექსის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას აბრალებდა.


image



21 წლის ტუკა რაზო, მოსულიში (ერაყი), საკუთარ სახლში. იმავე ღამეს გოგონა ამერიკელების მიერ დაბომბვის დროს გარდაიცვალა.


image




ბეისბოლისტმა როი ჰოლადეიმ ეს ფოტო "ტვიტერზე" თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე საათით ადრე ატვირთა .


image



ანა ფაბერმა საკუთრი სელფი შეყვარებულს გაუგზავნა, რამდენიმე წუთის შემდეგ გოგონა გაიტაცეს და მოკლეს, ცხედარი კი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იპოვეს.


image




სკოლის სელფმა უკანა ფონზე შემთხვევით ბიჭი დააფიქსირა, რომელიც წყალში იხრჩობოდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.


image



ქალმა ეს მხიარული ფოტო გლიობლასტომის მოცილების ოპერაციამდე გადაიღო, რის შემდეგადაც მან ვეღარ გაიღვიძა.


image



აგრეთვე იხილეთ: