რეგისტრაცია

"ვიყავი 94 კილოგრამი, კოსტიუმებში ვეღარ ვეტეოდი, სარკეში ვეღარ ვიხედებოდი…“ - ნახეთ როგორ მოახერხა ნინო მუმლაძემ ჭარბი წონის დაკლება

11 Feb 2023, 22:33

მსახიობი ნინო მუმლაძე, ბოლო დროს გამომწერებს საკუთარ ფოტოებს აღარ უზიარებდა, როგორც აღმოჩნდა მიზეზი მომატებუყლი წონა იყო, თუმცა, ის ერთი თვეა, რაც სავარჯიშო დარბაზის ყოველდღიური სტუმარია და როგორც თავად ამბობს, უმოკლეს დროში საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და ვიზუალზეც საგრძნობლად ეტყობა. ამის შესახებ ის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს.


"თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, საკმაოდ გამხდარი ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავი ლირიკული არტისტი. თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ვაკეთებდი არანორმალურ დიეტებს,

ვშიმშილობდი. სად იყო 2000 წელს იმის ფუფუნება, რომ ენდოკრინოლოგთან წავსულიყავი. აბსოლუტურად დავირღვიე ნივთიერებათა ცვლა. ყოველ ჯერზე მეტს ვიმატებდი…

მე დავიკელი 12 კილო. სანამ დავიწყებდი აქტიურ კლებას, კრიტიკულ ეტაპამდე ვიყავი მისული. ვიყავი 94 კილო. ისეთი წონაა, სათქმელადაც რთულია. ახლა ბუნებრივია, მინდა 10 კილოს დაკლება კიდევ. ეს განაპირობა პანდემიამ, დეპრესიამ, მერე უცებ ბევრმა საქმემ… სახლში რომ ჩავჯექი, ვეღარ ვაკონტროლებდი და ძალიან გამექცა წონა. მივხვდი, რომ არაფერში აღარ ვზივარ, თეატრალურ კოსტიუმებში ვერ ვეტევი, სარკეში ვეღარ ვიხედები და რადიკალური ცვლილება უნდა დამეწყო სასწრაფოდ…“
- აღნიშნავს ნინო მუმლაძე.

აგრეთვე იხილეთ: