VIDEO: „ეს ხდება ვაჟა-ფშაველას მე-II კვარტალში...“ - შემაშფოთებელი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს ვიდეოს და წერს რომ მიუსაფარ ძაღლებს თავს ესხმიან და ჟოხებს ურტყამენ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი თბილისში, ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში მოხდა. მოქალაქე პოლიციას მოუწოდებს იმოქმედონ.
„ეს ხდება ვაჟა-ფშაველას მე-II კვარტალში... სად ხართ?! შინაგან საქმეთა სამინისტრო. სად არის მედია?! საღამოს 8 საათზე შევიკრიბოთ ვაჟას ძეგლთან და მივიდეთ! მიუსაფრების ბედი ვისაც გადარდებდთ, მოდით! მარტო კომენტარების წერა არ გამოვა! გაინძერით!"