რეგისტრაცია

,, რუსეთში სამხედრო გადატრიალება მზადდებაო… ამ ყველაფერს, დიდი შანსია, შეეწიროს პუტინი“ – ვახტანგ მაისაია

10 Jun 2023, 18:29

პუტინი: ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია

– ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში, მარგარიტა სიმონიანმა  განაცხადა,  ხომ არ დავაკონსევოთ  ეს კონფლიქტი და მერე, რუსეთის მიერ აღიარებულ უკრაინის რეგიონებში რეფერენდუმი ჩავატაროთ და ხალხმა გადაწყვიტოს, უკრაინის შემადგენლობაში უნდათ ყოფნა თუ რუსეთშიო. კარგად ვიცით, რომ  სიმონიანი ამას კრემლის მაღალჩინოსნებთან შეთანხმების გარეშე არ იტყოდა, ეს კრემლის მესიჯია. რას ნიშნავს ეს მესიჯი? უკვე აღარ უნდა ომი რუსეთს და  მისი  დაკონსერვება მიაჩნია, ომის  შეჩერების ერთადერთ გზად? უკან იხევს?

– აქ, როგორც ჩანს, რუსეთის  სულის მოთქმაზეა საუბარი.  რუსეთს ნამდვილად აწყობს, უკვე ოკუპირებული და რუსეთის შემადგებლობაში აღიარებული ოთხი ოლქის დამაგრება, რეკონსერვაცია, ომის გაჩერება და მერე იმ ტერიტორიების სრული  და საბოლოო ანექსია. რაც შეეხება რეფერენდუმებს, რამდენჯერ უნდა ჩაატარონ? ოთხივე ოლქი რეფერენდუმის საფუძველზე მიიერთა რუსეთმა და  და ეს რეფერენდუმები იყო უკანონო, რადგან,  რეფერენდუმებში   ის უკრაინელები ან  არ მონაწილეობდნენ, ვინც რუსეთთან ამ ტერიტორიების შეერთების წინააღმდეგი იყო, ან ვინც მიიღო მონაწილეობა, მათ იარაღის მუქარით მიაცემინეს ხმა რუსეთთან მიერთების სასარგებლოდ. რეფერენდუმს მაშინ ექნება აზრი, როდესაც უკრაინელები დაბრუნდებიან თავიანთ  ქალაქებში და მერე  თავისუფლად ჩატარდება. აქ სხვა რამეში უნდა იყოს საქმე. რუსეთში სიტუაცია არეულია. რუსმა ულტრანციონალისტმა, იგორ გირკინმა განაცხდა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალება მზადდება. არ დაუკონკრეტებია, რა და როგორ შეიძლება მოხდეს, მაგრამ პუტინს ცუდად რომ აქვს საქმე, ეს ფაქტია. გირკინი უკრაინაში ომის დაწყების მომხრე იყო, ცნობილი სეპარატისტია და პუტინის მომხრედ ითვლებოდა. დღეს პუტინის ოპოზიციაშია. პირველად გირკინმა თქვა, რომ  ევგენი პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, როგორც დამტყმელი ძალა, ბახმუტის ბრძოლების მერე აღარ არსებობსო.  პუტინს ნამდვილად აწყობს ომის გაჩერება, დაკონსერვება, რადგან კრემლის ვერტიკალი მორყეულია, კრემლში კლანებს შორის არის სერიოზული ბრძოლაა. დიდი დაპირისპირებაა კერძო სამხედრო კომპანიებსა და თავდაცვის სამინისტროს  ხელმძღვანელობას შორის.  ამ ყველაფერს,  დიდი შანსია, შეეწიროს პუტინი.  ომი თუ დროებით შეჩერდა, პუტინს იმედი აქვს, რომ მოახერხებს მოწინააღდეგეთა განეიტრალებას და ძალაუფლების გამყარებას, დაპირისპირებული კერძო კომპანიებისა  და სახელმწიფო  სამხედრო სტრუქტურების შერიგებას.ვინც მოსაშორებელი იქნება, იმათ მოიშორებს. შესაბამისად, საბოლოოდ შესძლებს   რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას ამ და კიდევ სხვა გზებით, სხვა საშუალებებით. შემდეგ კი, როცა ყველაფერი  დალაგდება და  პუტინი ჩათვლის, რომ მზად არის უკრაინაში ომის გასაახლებად,  სამხედრო წარმატების მისაღწევად,  დაიწყებს ბრძოლას და დაკონსერვებული კონფლიტქტიც გალღვება. ვფიქრობ, ამ მიზნს ემსახურებოდა მარგარიტა სიმონიანის ეს მესიჯი. თუმცა, ამ უკვე გაშიფრულ და უსუსურ მესიჯს,  ანკესად გადმოგდებულს, უკრაინა და დასავლეთი არ წამოეგებიან . არ მისცემენ პუტინს, მის ჯერაც ერთგულ გარემოცვას  და რუსეთის  ჯარს სულის მოთქმის საშუალებას.

– უკრაინის პრეზიდენტმა  ზელესკიმ განაცხდა, რომ მალე უკრაინული არმია კონტრშეტევაზე გადავა. რა  მიმართულებითთ განახორციელებენ კონტრშეტევას?  ბახმუტის აღებას ხომ არ შეცდებიან?

– ცოტა სათუოა, რომ პირდპირ ბახმუტის აღებას შეეცადონ. შეიძლება სხვა მიმართულებით განახორციელონ შეტევა და მერე უკვე შემოვლითი მანევრის საშუალებით, გაათავისუფლონ დიდი ტერიტორიები და მათ შორის ბახუტიც აღმოჩნდეს. ამ ომში ყველაფერია მოსალოდნელი.

– ადრე უკრაინული მხარე არ მალავდა, რა მიმარულებით გეგმავდა  კონტრშეტევებს და შეტევებს. ამჯერად მინიშნებაც არ ყოფილა, თუ რა მიმართულებით განახორციელებენ კონტრშეტევას. რატომ?

– ერთია მცირე მასშტაბის კონტრშეტევა, რომელიც ერთი ან რამდენიმე დასახლების გათავისუფლებას ისახავს მიზნად და მეორეა გენერალური კონტრშეტევა. უკრაინის არმია სწორედ გენერალური კონტრშეტევისთვის ემზადება და ეს გეგმა სახელმწიფო საიდუმლოებაა. მის შესახებ მხოლოდ უმაღლესმა მთავარსარდალმა–პრეზიდენტმა და გენშტაბის წევრებმა იციან. როგორც წესი, ეს ასე ხდება.

– შესაძლოა, ერთი მიმართულებით დაიწყოს უკრაინამ კონტრშტევა და მერე, სხვა მიმართულებით განახორციელოს მთავარი დარტყმა?

– შესაძლოა, ასეც მოხდეს, ცრუ მანევრი განახორციელონ ერთი მიმარულებით და მერე, უკრაინის არმიის მთავარმა დამრტყმელმა ძალებმა, სულ სხვა მიმართულებით გაშალონ ფრონტის ხაზი. ეს სამხედრო ხელოვნების ჩვეული სტრატეგიული ელემენტია.

აგრეთვე იხილეთ: