რეგისტრაცია

მაშველებმა სტიქიის ზონაში, მდინარეში, არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი იპოვეს - რას გვიყვება მოხალისე მაშველი შოვიდან

06 Aug 2023, 14:59

მაშველებმა სტიქიის ზონაში, მდინარეში, არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი იპოვეს - რას გვიყვება მოხალისე მაშველი შოვიდან

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ძებ­ნი­სა და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

რო­გორც Ambebi.ge-ს სტი­ქი­ის ზო­ნი­დან მო­ხა­ლი­სე მაშ­ვე­ლი უყ­ვე­ბა, 1 სა­ა­თის წინ მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭის ცხე­და­რი იპო­ვეს. ამ დრო­ის­თვის სულ 18 ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ად­გილ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კაა შეყ­ვა­ნი­ლი, მუ­შა­ო­ბენ ქა­ლა­ქის და რე­გი­ო­ნის სა­მაშ­ვე­ლო და ად­გი­ლობ­რივ მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბი, მდი­ნა­რე­ზე სის­ტე­მას აწყო­ბენ სა­ჭი­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ვენ­ტა­რის გა­და­სა­ტა­ნად.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.

ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ას 18 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ძებ­ნი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ 18 ადა­მი­ანს ეძე­ბენ

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

აგრეთვე იხილეთ: