რეგისტრაცია

"მიწაში დაიმარხა სახლი, სადაც ბავშვი იყო... გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს" - მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ: ლანჩხუთი მერის კომენტარი

08 Sep 2023, 11:55

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე, მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთ მო­ზარდს ეძე­ბენ.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა მუ­შა­ობს და მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოჰ­ყავთ.

"მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი წვი­მა იყო გუ­შინ, 21:00 სა­ათ­ზე რომ და­ი­წყო, არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი ად­გილ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვნენ გა­სუ­ლე­ბი. ყველ­გან მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად უძ­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ. მე­წყერ­მა რამ­დე­ნი­მე სახ­ლი ჩა­ი­ტა­ნა. ამ ეტა­პის­თვის, ერთ ბავ­შვს ვე­ძებთ, რო­მე­ლიც სახ­ლში იყო და ეს სახ­ლი მი­წა­ში და­ი­მარ­ხა. ამ სახ­ლის სხვა მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­მო­ას­წრეს, რო­გორც ვიცი. დი­ლი­დან ტექ­ნი­კა გავ­გზავ­ნეთ, მაგ­რამ ტექ­ნი­კაც ვერ მუ­შა­ობს, ძა­ლი­ან დიდი ლა­ფია და ტა­ლა­ხი. ახ­ლაც წვიმს, უბ­რა­ლოდ ისე ძა­ლი­ან აღარ, რო­გორც მთე­ლი ღამე წვიმ­და.

ამ წუ­თის­თვის, სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ვე­ძებთ. 10-მდე სახ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ყვე­ლა მათ­გა­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­სუ­ლია. გზე­ბი კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ხი­დე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად მო­წყვე­ტი­ლია, ზღვა მდი­ნა­რეს აღარ იღებს, ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა ძა­ლი­ან. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ტექ­ნი­კა. ბევრ ად­გილ­ზე მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბია. მე­წყერს რას ვუ­ზამთ, მაგ­რამ ვცდი­ლობთ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მარ­თვის ცენ­ტრ 112-დან, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში 100-ზე მეტი შე­ტყო­ბი­ნე­ბაა შე­მო­სუ­ლი გუ­რი­ის და აჭა­რის რე­გი­ო­ნე­ბი­დან.

"ძლი­ე­რი ნა­ლე­ქის შე­დე­გად დატ­ბო­რი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სა­ვე­ლე სა­ბარ­გუ­ლე­ბი, მო­ტე­ხი­ლია ხე­ე­ბი, ჩა­მოშ­ლი­ლია მი­წის მა­სე­ბი, გარე სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლია გუ­რი­ის რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი.

სტი­ქი­ის ად­გი­ლებ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ატა­რე­ბენ სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამ ეტაპ­ზე გუ­რი­ა­ში, სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში, 3 პი­რის, მათ შო­რის 2 არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა. სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა რე­ა­გი­რე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აგრეთვე იხილეთ: